ბასკური ენა
ბასკური ენა – ესპანეთსა (ბასკურ პროვინციებში – ნავარა, გიპუსკოა, ბისკაია, ალავა) და საფრანგეთში (ქექმო პირენეს დღეპარტამენტი) მცხოვრები ხალხის – ბასკების ენა. ლაპარაკობს დაახლოებით 930 ათთასი კაცი (1972 წლის მდგომარეობით). ლათინურ ამერიკაში 250 ათასამდე ბასკი ემიგრანტია.
ბასკური ენის ფონემატურ სისტემაში დადასტურებულია 28 ფონემა – 5 ხმოვანი (a, e, i, o, u) და 23 თანხმოვანი ((p, b, t, ť, d, k, g, m, n. ń, r, ŗ, l, ĺ, c, č, ć, f, s, ŝ, ś, j, h). ხშულ თანხმოვანთა ჯგუფში ერთმანეთს უპირისპირდება მჟღერი და ყრუ, ხოლო ყრუ ალვეოლარული აფრიკატებისა და სპირანტების ჯგუფში - სისინა და ნახევრად შიშიჩა. არის პალატალიზებული თანხმოვნებიც.
ბასკურ ენაში სიტყვის პირველადი ძირი უმეტესად ერთმარცვლიანია lur „მიწა“, hur. „წყალი“, su „ცეცხლი“, hor „ძაღლი“, bil „სვლა“ და სხვ). ორმარცელიანი ძირები ისტორიულად მეორეული უნდა იყოს.
ტიპოლოგიურად ბასკური ენა, აგლუეტინაციური ენაა. სიტყვათა წარმოქმნა ხორციელდება როგორც აფიქსებით, ისე ფუძეთა შეკავშირებით. ძირითადი მეტყველების ნაწილებია: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, არტიკლი, ზმნა, ზმნისართი, თანდებული, კავშირი. სახელს აქეს ბრუნების, რიცხვისა და განსასღვრულობა-განუსასღვრელობის კატეგორიები. ბრუნება ერთია. გამოიყოფა 8 ბრუნვა: სახელობითი (გადმოსცემს გარდაუვალი ზმნის ქვემდებარესა და გარდამავალი ზმნის პირდაპირ დამატებას), საგანგებო ბრუნვა – აგენტივი, ანუ ერგატივი (აღნიშნავს გარდამავალი ზმნის ქვემდებარეს); დანარჩენი ბრუნეებია: ნათესაობითი, მიცემითი, მოქმედებითი, მიმართულებითი (ალატივი, ადგილობითი (ლოკატივი) და დაშორებითი (სეპარატივი)