გარემოება (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარემოება – წინადადების არამთავარი წევრი, რომელიც აღნიშნავს, თუ რა ვითარებაში ხდება მოქმედება. გარემოება არის ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზისა და მიზნის. იგი გადმოიცემა ზმნისზედითა და ირიბ ბრუნვაში დასმული სახელებით, თანდებულებით ან უთანდებულოდ.

სარჩევი

ადგილის გარემოება

აღნიშნავს მოქმედების ადგილს ან მიმართულებას (მიუგებს კითხვებზე: სად? საიდან? საითკენ? სადამდის?). ადგილის ზმნიზედა წინადადებაში ყოველთეის ადგილის გარემოებაა (მიდის შინ, ზევით, მაღლა…). არსებითი სახელი ადგილის გარემოებად გვხვდება ირიბ ბრუნვებში: მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში უთანდებულოდ (იშეიათად) ან თანდებულებით (ზის ბაღში, ტახტზე, კედელთან…, მიდის ტყისკენ; „მთიდან დაეშვა ღამე“ (გ. ტაბიძე); „კიტრი უბიდამ გამცვივდა“ (დ. გურამიშვილი); „ღობემდისაც ვერ მიგყვეს შენი დამშეული სული“ (დ. კლდიაშვილი).

დროის გარემოება

აღნიშნავს მოქმედების დროს (მიუგებს კითხვებზე: როდის? რა დროიდან? რა დრომდის? რამდენ სანს?). დროის ზმნიზედა წინადადებაში ყოველთვის დროის გარემოებაა: „ჯერ ასეთი გაზაფხული არ დამდგარა ჩვენთვის, ძმებო“ (ი. გრიშაშვილი), „ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი" (ხალხ.). დროის გარემოებად გეხვდება არსებითი სახელიც: მიცემითში – „დღეს მერცხალი შემოფრინდა“ (ა. წერეთელი), „ალიონზე ფრთხილად ავდექი“ (ნ. დუმბაძე); ნათესაობითში – „ნახევარი საათის შემდეგ დაბლა ეგდო გაშოტილი“ (ვაჟა-ფშაველა), „გაღვიძებისთანავე ირგვლივ გაცეცებით მიმოიხედა“ (რ. ვეტ.); მოქმედებითი – „ღამით ქარი ქროდა; „ზაალი ზამთრობით ქალაქში ცხოვრობდა“ (მ. ჯავახიშვილი), „თეოფილე სიყრმიდანვე გარჯაში იყო“ (რ. გვეტაძე); ვითარებითში „სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?" (შოთა რუსთაველი).

ვითარების გარემოება

გამოხატავს მოქმედების თვისებრივ ხასიათს, ხარისხს, ზომას, ჯერობას (მიუგებს კითხეებზე: როგორ? რანაირად? რამდენად? რამდენჯერ?). ეითარების გარემოება გადმოიცემა ვითარების ზმნიზედებით – „წამოვიდა უცებ სეტყვა“, „ელისბარს ძალიან უყვარდა ნადირობა“ (ვაჟა-ფშაველა) და სახელებით. სახელი ვითარების გარემოებად გვხვდება სახელობითში, მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში. -ვით თანდებულიანი სახელი სახელობითსა და მიცემითში ვითარების გარემოება: „ვეფხვის ჭრელი პერანგივით გაიშალა ქართლის ველი“ (გ. ლეონიძე); „გაღმა ჩანს ქისტის სოფელი არწივის ბუდესავითა" (ვაჟა-ფშავეკა). მიცემით და ნათესაობით ბრუნვებში ვითარების გარემოება ყოველთვის თანდებულიანია: „ჩემს ნებაზედა დავფრენო“ (ა. წერეთელი); „ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე“ (ი. ჭავჭავაძე), მოქმედებითსა და ვითარებითში კი – უთანდებულო: „მისი ლექსი შვებით, ლხენით ხან მეჯლისში შეფრინდება“; „ძმაო, რა ტკბილად, რა უდარდელად ჩემი დღეები იქ მიდიოდნენ“ (ი. ჭავჭავაძე). ზედსართავი სახელის ვითარებითის ფორმა წინადადებაში, ჩვეულებრივ, ვითარების გარემოებაა. ვითარების გარემოებათა ჯგუფში აერთიანებენ აგრეთვე ზომა-ოდენობისა და ჯერობის ზმნისართებით გადმოცემულ გარემოებასაც: „შენ ერთხელ იტყვი, „მითხარო“, მე ასჯერ გითხრობ „ვერასა“ (შოთა რუსთაველი); „მოხუცის მახვილს შვილისთეის გული ორად გაეპო“ (ა. ყაზბეგი). ვითარების გარემოებად მიიჩნევენ პარონომაზიული წყვილის მოქმედებით ბრუნვაში დასმულ სახელსაც: „ხმელი წიფელი ამოიკვნესებს ღრმა კვნესით“ (ვაჟა-ფშაველა).

მიზეზის გარემოება

აღნიშნავს მოქმედების გამომწვევ მიზეზს (მიუგებს კითხეებზე: რატომ? რის გამო? რა მიზეზით?), გადმოიცემა მიზეზის ზმნიზედებით – „მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია, მარად და მარად ტყდება ჩინარი“ (გ. ტაბიძე) და სახელებით ნათესაობით და მოქმმედებით ბრუნვებში. ნათესაობითში დასმული მიზეზის გარემოება თანდებულიანია: „გასროლა სიბნელის გამო არ შეიძლებოდა“ (ა. ყაზბეგი); „დედაბერს ტანჯვისაგან მთლად ჩანაოჭებული სახე უფრო ჩანაოჭებოდა“ (შ. არაგვისპირელი), მოქმედებით ბრუნვაში კი – უთანდებულო: „სირცხვილით შინ როგორღა მივიდე მეურმე კაცი“ (ი. ჭაეჭავაძე).

მიზნის გარემოება

გვიჩვენებს მოქმედების მიზანს (მიუგებს კითხვებზე: რისთვის? რა მიზნით?). მიზნის ბ-ის გადმოსაცემად გამოყენებულია მისნის ზმნიზედები: „მე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს ჰმსახურებდეს“ (ა. წერ.) და ჩათ. და ვით. ბრუნვებში დასმული სახელები ( სახელზმნებითურთ). ნათ. ბრუნეაში მიზნის ბ. თაჩდებულიანია: „კაცი ტანჯვისათვის არის გაჩენილი“ (ა. ყა'სბ.), ევითარებითში – უთანდებულო: „გიორგი ტყეში ყოფილიყო ჭიგოს საჭრელად“ (ი. ჭავჭ.). მყოფადის მიმღეობის ეით. ბრუნვა წიჩადადებაში, ჩეეულებრიე, მისნის ბ-აა: „იქ ყვავილები გაშლილა ჩემს საზრდოდ, საწუწნელადა“ (ა. წერ.). ძე. ქართულში ამავე ფუნქციით გვხვდებოდა მასდა- რის ვით. ბრუჩვაც: „დაჯდა წერად ანდერძისად“ (შოთა რუსთ).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები