ჭანისწყალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭანისწყალი
ჭანისწყალი (მეგრ. წენწყარი) – გაედინება წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ხობისწყალის მარჯვენა შენაკადია. სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვ. დონიდან 1960 მ სიმაღლეზე. სიგრძე 63 კმ, აუზის ფართობი 315 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში.