მეგრული არყის ხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეგრული არყი

მეგრული არყის ხე -Betula megrelica Sosn.

მეგრულად – ჭყერია, გვალაში ბული, ბულიშ ცხამური

ვიწრო ლოკალური, სამეგრელოს ენდემური სახეობაა, ტანდაბალი, ნახევრადგართხმული ხე, მეტწილად ძალიან მახვილკუთხა დატოტვით. ფოთლები უმთავრესად კვერცხისებრი ფორმისაა, თანდათან წვერისკენ შევიწროებული, წვეტიანია ან ოდნავ წაწვეტებული, ყველაზე განიერია ქვედა ნახევარში, 6­11 წყვილი გვერდითი ძარღვით. ფოთლის ფირფიტის ზედაპირი ქვემოდან მეტწილად წვრილი, მუქი (თითქმის შავი) ჯირკვლე­ბითაა მოფენილი. მდედრობითი და მამრობითი ყვავილები ცალ­ცალკე მჭადებადაა შეკრებილი. მდედრობითი ყვავილები უყვავილსაფროა, ერთი მფარავი ქერქლისა და 2 საყვავილე ქერქლის იღლიებში 3­3 განლაგებული და მჭადებად შეკრებილი. ნაყოფი მარტოული, ბრტყელი კაკალია ძალიან ვიწრო ფრთით. ყვ. IV­-V; ნაყ. IX. ქმნის ტანბრეცილ ტყეს სუბალპური სარტყლის უტყეო ფერდობებზე, მეტ­ წილად 1700­ 2000 მ სიმაღლეზე; ზოგ ადგილებში ჩამოდის 1400­-1250 მ­-მდე, უმთავრესად მაღალმთის სხვა ტანდაბალ ხეებსა და ბუჩქებთან ერთად. ძირითადად გვხვდება კირქვიან ქანებზე, ტყეებსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში, მთის ზედა სარტყელში.

აწერილია სამეგრელოდან (მთა ჯვარი) სამეგრელო: მთა ჯვარი, მთა მიგარია, ჩიტა­წყალი, მთა ასხი, ცაშკიბუ, მთა ჩოკაში.

სამკურნალოდ იყენებენ თეთრი არყის იდენტურად (Ролловъ, 1908).

(კოლხეთის ენდემი მეგრული არყი), ჩვეულებრივი არყის ხის ნაირსახეობა, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები