დერივაცია (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:28, 17 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დერივაცია (ლათინური derivatio – გადახრა), ბალისტიკური ტრაექტორიით მოძრაობის დროს ტყორცნის სიბრტყიდან გიროსკოპული სიჩქარით მბრუნავი ჭურვის სისტემატური გვერდითი გადახრა.

დერივაციის სიდიდე ძირითადად დამოკიდებულია სროლის მანძილზე, ტრაექტორიის დახრილობასა და ჭურვის ბრუნვის სიჩქარეზე (იზრდება მისი მომატების დროს), ხოლო მიმართულება – ჭურვის საკუთარი ბრუნვის მიმართულებაზე. დერივაციას ითვალისწინებენ სროლისთვის მონაცემების გათვლის დროს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები