ენობრივი ნორმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:45, 25 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენობრივი ნორმა

1. ენობრივ საშუალებათა საყოველთაოდ მიღებული სამეტყველო ხმარება და მისი მომწესრიგებელი წესების ერთობლიობა;

2. ენა, როგორც სისტემა (ინვარიანტი), რომელიც უპირისპირდება მეტყველებას (ვარიანტს). არსებობს ნორმა საწარმოთქმო (ორთოეპიული),მართლწერისა (ორთოგრაფიული), გრამატიკული (ენობრივი პრაქტიკიდან გამომდინარე გრამატიკული წესების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ამა თუ იმ ენობრივი კოლექტივის მეტყველებას) და ლექსიკური (ამა თუ იმ ენაში მიღებული სიტყვახმარების ნორმა). გამოყოფენ სტილისტიკურ ნორმასაც. ენობრივ ნორმათა დადგენას ნორმალიზაცია ეწოდება.

ნორმის საკითხი მხოლოდ სალიტერატურო ანუ სამწერლობო ენის მიმართ დაისმის. რამდენადაც სალიტერატურო ენა უმეტესწილად ერთია, დიალექტი კი – რამდენიმე მაინც, ნორმა ინეარიანტად, ანუ ერთადერთ ვარიანტად ითვლება, სხვა დანარჩენი პარალელური ფორმები (დიალექტური, ჟარგონული თუ სხვა ხასიათისა) კი ვარიანტებია. ერთიანი და ნორმირებული ენა იმიტომ არის საჭირო, რომ თავიდან აიცილოს ცოცხალი დიალექტური მეტყველებისათვის დამახასიათებელი ისეთი ნაირგვარობა, რომელიც ენას აჭრელებს და აძაბუნებს (შდრ. ლიტერატურული ფორმა „იმათ თქვეს“ და კუთხური: „იმათმა თქვეს“ და „იმგენმა თქვეს“).

ენობრივი ნორმის დადგენა ფილოლოლოგიის მეცნიერების განვითარების ადრეულ საფეხურზე გრამატიკას ეკისრებოდა, ვინაიდან გრამატიკა ნორმატიული დისციპლინა იყო. მასში, ეტიმოლოგიასა და სინტაქსთან ერთად, აუცილებელ ნაწილად შედიოდა მართლწერა (ორთოგრაფია). ეს ტრადიცია მომდინარეობდა ძვ. ბერძნული და ლათინური გრამატიკებიდან. მხოლოდ XIX ს-ში, როცა შეიქმნა მეცნიერული ლინგეისტიკა, გრამატიკის მიზანი შეიცვალა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, გრამატიკას ენობრივი ფაქტორების კანონზომიერებათა გამოვლენა და ენობრივ მოვლენათა ახსნა დაეკისრა. სიტყვისა თუ ფორმის ცვალების ისტორიის დადგენის შემდგომ გასარკვევია, თუ რა ვარიანტებია) მხატვრულ ლიტიტერატურაში გავრცელებული. დასასრულ, უნდა შეფასდეს, რომელ ვარიანტს მიენიჭოს უპირატესობა ლიტ. სიტყვათხმარებაში, ე. ი. რომელი ფორმაა სწორი (მაგ., ბავშვი და ბავში? წავიდნენ, წავიდენ თუ წევიდენ?).

ენა, როგორც ისტორიული მონაცემი, ცვალებადია. ასევე ცვალებადია სალიტერატურო ენაც (თუკი ის ცოცხალია და იხმარება), თუმცა არასამწერლობო ენასთან შედარებით ის უფრო ნელა იცვლება. არც სალიტერატურო ენის ნორმაა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი. ამიტომ ხშირად ის, რაც სწორი იყო ენის განვითარების ძველ საფეხურზე, თანამედროვე ენისათვის შეიძლება ხელოვნური და უმართებულო აღმოჩნდეს (მაგ., ისტორიულად სწორმა ფორმებმა – დაჯედი, დაწევი… სახე იცვალა და მოგეცა: დაჯექი, დაწექი-. ძეელი თავ-ყანის-ცემა, ორმეოცი, ათერთმეტი… შეიცვალა და ამჟამად გვაქვს: თაყვანისცემა, ორმოცი, თერთმეტი და მისთ…

მიუხედავად ნორმის ცვალებადობისა, რაც ნორმალიზატორული მუშაობის ერთ-ერთ ძირითად სირთულეს წარმოადგენს, ნორმა სალიტერატურო ენისათვის მაინც საჭიროა. ამასთან, ნორმის გამომუშავება ენობრივი სისტემის კანონზომიერებათა და ენის ისტორიის გათვალისწინებას მოითხოვს. ნორმის დადგენა მეცნიერების, ობიექტურ საფუძველს უნდა ემყარებოდეს, სუბიექტური მომენტი კი (კეთილხმოვანება, პირადი გემოგნება..) უნდა გამოირიცხოს.

15-საუკუნოვანი დამწერლობის ტრადიციების მქონე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის მეცნიერულიპრინციპები პირველად I910-იან წლებში იქნა შემუშავებული არნ. ჩიქობავას მოხსენების მიხედვით (გამოქვეყნდა 1936), რომლებიც თითქმის უცვლელად დაედო საფუძვლად „თანამედროეე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს“ (I, 1970, რედ. ი. გიგინეიშვილი), დამტკიცებულს საქართვველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი სახელმწიფო კომისიის მიერ (1995-იდან იგი ფუნქციონირებს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელ�მწიფო ენის კომისიის სახით). ამ პრინციპების საყრდენი დებულებებია:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები