ენობრივი პოლიტიკა
ენობრივი პოლიტიკა – კონკრეტული სახელმწიფოს შიგნით ენისა თუ ენათა სტატუსის, ენათა ურთიერთობის, სოციალურ-კულტურული განვითარებისა და მათი პერსპექტივების განსაზღვრა-უზრუნველყოფის ღონისძიებათა პროგრამა.
მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ენის ისტორიაცაა. ყოველი სახელმწიფო მეტ-ნაკლებად თითქმის ყოველთვის ატარებდა გარკვეულ ენობრივ პოლიტიკას; დამწერლობის განვითარებაზე ზრუნვით, განათლების სისტემით, მწერლობისა თუ მეცნიერების ენის დაცვით, ლექსიკონების შედგენითა თუ ტერმინოლოგიური ნორმების დაძებნით იცავდა სახელმწიფო ენას. ამით მოსახლეობის ენობრივი კონსოლიდაციაც ხდებოდა. მაგრამ, რამდენადაც დღეს არც ერთი ქვეყანა არ არის მხოლოდ ერთენოვანი, ენობრივი პოლიტიკა თანდათან გადაიქცა ისეთ სისტემად, რომელიც მრავალი ენობრივი პრობლემის გადასაჭრელ ღონისძიებას შეიმუშავებს და ცხოვრებაშიც ატარებს. ასეთი საკითხებია: ენათა „პრესტიჟის“, დიგლოსიის, ბილინგვიზმისა და მულტილინგვიზმის, ენათა სტანდარტიზაციის, ენობრივი კანონების, ლოკალური და სოციალური „ენების“ საგანმანათლებლო სისტემასთან მიმართების, ემიგრანტთა ენობრივი მდგომარეობის, ენის სოციალური სტრატიფიკაციის, ენათა „სიკვდილის“ („ენათა გაქრობის“), „პროფილაქტიკისა“ და სხვ. მრავალი
ენობრივ პოლიტიკას მხოლოდ პოზიტიური შედეგები არ მოჰყეება. ამ პოლიტიკით შეიძლება იმართოს უარყოფითი მოვლენებიც: ეთნოკონფლიქტთა გაღვივება, სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირებანი, ენათა დაყოფა „პრესტიჟულ“ და „არაპრესტიჟულ“ ენებად, სახელმწიფოს მოლიანობის დაშლის პოლიტიკური პროცესები, საზოგადოების შიდასოციალური დაყოფა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა.
ენობრივი პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ენის დეფინიციის პრობლემა. იმის მიხედვით, თუ რა არის ენა მისი სოციალურ-პოლიტიკური გაგებით, განისაზღვრება დიალექტის ცნება, მოლაპარაკის მონოლინგვურობა, დიგლოსიურობა თუ ბილინგეიზმი. ამ განსაზღვრებათა საფუძველზე (სხვა ნიშნებთან ერთად) შემუშავდება ენის სტატუსის საკითხიც. დღეს თანამედროეე ლინგვისტურსა და სოციოლინგვისტურ ლიტერატურაში არ არის დამუშავებული ენის, დიგლოსიისა და ბილინგვიზმის ცნებათა უდავო განსაზღვრებანი, რაც ზოგჯერ პოლიტიკური „თამაშის“ იარაღი ხდება.
ენობრივი პოლიტიკა შემუშავდება ენობრივი სიტუაციის განსაზღვრის საფუძველზე. ენობრივი პოლიტიკის ცნება განუყოფლადაა დაკავშირებული ენობრივი კონფლიქტისა და ენის ეკოლოგიის ცნებებთან. ენობრივი კონფლიქტები ენათა კონტაქტების ერთ-ერთი სახეა, რომელიც სხვადასხვა ენობრივი საზოგადოების ან სხვადასხვა ენობრივი შრის სოციალურ-პოლიტიკური ინტერესების შეჯახებისას გამოიკვეთება. ხშირად ამგვარ კონფლიქტებში ენობრივი წინააღმდეგობები არ არის პირველადი, მაგრამ პირველადად მხოლოდ ის ცხადდება.
ენობრივი პოლიტიკის ცნება უშუალოდაა დაკავშირებული ენობრივ დაგეგმვასა და, ამდენად, სახელმწიფო ენის ცნებასთან. სახელმწიფო ენა არის ქეეყნის კონსტიტუციით განსააღვრული ენა, რომლითაც ხორციელდება სახელმწიფოს შიგნით ყველა საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება. ენობრიეი დაგეგმვა ორი მიმართულებით წარმოებს: ა) სახელმწიფო გეგმავს სახელმწიფო ენის განვითარების კურსს, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებული სხვა ენების დამოკიდებულების საკითხს სახელმწიფო ენასთან, ენათა ფუნქციონირების არეებს; ბ) რამდენადაც გარეგანი ფაქტორების სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებით იცვლება ენობრივი სიტუაცია სახელმწიფოში, ენობრივი დაგეგმვაც სხვა მიმართულებას იძენს.
საქართველოში ენობრივ პოლიტიკას უძველესი ტრადიციები აქვს. ქართული ენის, როგორც ეროვნული თვითშეგნების გაძლიერების ერთ-ერთი ბერკეტის, სახელმწიფოებრიბი ძალა მუდმივად იყო უსრუნველყოფი�ლი. გათვალისწინებული იყო მი�სი მაკონსოლიდირებელი როლი ქართველურ ენებსა და დიალექ- ტებთან მიმართებით. ქართ. სალიტ. ეჩის ნორმალიზაციის პროცესი სათავეს იღებს უძეელესი დროი�დან და განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ცნობილ საეკლ-სამონასტრო სკოლებში, სადაც ეჩობრივი ნორ�მების, თარგმანის, ტერმინოლოგი�ის, სამეცნ. ენის (და საერთოდ ფუნქციურ სტილთა) კანონები მუ�შავდებოდა. ქართ. სახელმწ. (და საეკლ.ე) პოლიტ. შედეგი იყო ის, რომ სამეფო-სამთაეროებად და�ქუცმაცებისა და უცხო სახელმ�წიფოთა ექსჰანსიების დროსაც კი ქართ. სალიტ. ენა მთელი ქართ�ველური სამყაროს მწიგნობრობი�სა და ეკლესიის ენად რჩებოდა („..ქართლად ფრიადი ქუეყანა9 აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირ�ეის და ლოცვაი ყოველი აღესრუ- ლების“, გ. მერჩულე). სახელმწი�ფოებრიევი მშენებლობის ჰერი�ოდს საგანმან. ცენტრების, ქართ. სალიტ. ენის აღმავლობა ახლავს (დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი). სახელ�მწიფოებრიევი კრიზისის დროსაც კი საქართველოში სამეფო ხელი�სუფლების კურსი მუდამ მიმარ�თული იყო ქართ. ენის ფუნქციო�ჩირების არეთა შეუზღუდეელო�ბის, საგაჩნმან. საქმის მოწესრიგე�ბისა დღა სალექსიკონო, მთარგმ�ჩელობითი, სამეცნ. საქმიანობისა�კენ (ვახტანგ VL ს.-ს. ორბელია�ნი).
საქართველოს სახელმწიფოებ�რიობის მოშლამ 180I-იდან ქართ. ეჩისა და, საერთოდ, საქართეე�ლოს ბედი მეფის რუსეთის პოლი�ტიკას დაუქვემდებარა. რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა დე�მოგრაფიულ და ეკონომიკურ ექ�სპაჩსიასთან ერთად ქართ. ენის წინააღმდეგაც აღმოჩნდა მიმარ�თული, რასაც შედეგად მოჰყვა განათლების სისტემაში რუსული ეჩის გაბატონება. შემდეგი ნაბიჯი იყო სამეგრელოს, სვანეთისა და აჭარის სკოლებში ქართულის ნაცვლად სწავლების შემოღება მეგრულად, სვანურად და თურქუ- ლად, რის საფუძველზეც უნდა ეს- წავლებინათ რუსული.
ქართ. ენასთან ბრძოლა ანბანის საკითხსაც შეეხო. მაგ., 1889 ვინ�მე აშორდიამ რუს. ანბანის მიხედ�ვით შეთხზა მეგრული ანბანი. და�იწყეს საღვთო წიგნების მეგრუ�ლად თარგმნა (რაც უარყო სამეგ�რელოს სამღვდელოების შეკრე�ბულებამ). 1864 რუს. გრაფიკის სა�ფუძველზე შეიქმნა სეანური სა�ანბანო წიგნი (,ლუშჩუ ანბან“), XIX ს. დასასრულს, ასევე რუს. გრაფიკის საფუძველზე, აშორდი�ას, ლევიცკისა და გრენის მიერ შედგენილ იქნა მეგრული საან�ბანო წესდება, ხოლოო 1899 – გრე�ჩის „მეგრული ანბანი“. დამოუკი�დებელ ხალხებად ცხადდებოდნენ იმერლები, გურულები, აჭარლები, ხევსურები, ფშავლები, თუშები და სხე.
XX ს-ში საბჭოურ იმპერიად ტრანსფორმირებული ცარისტუ�ლი რუსეთის ენობრივი პოლიტი�კა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ისეეე როგორც სხეა საბჭ. რესპუბლიკებში, რუს. ენის პრი�ორიტეტით მიმდინარეობდა (მაგ., 1958 მიღებულ იქნა კანონი, რ-ის მიხედვითაც ეროენ. ენის შესწავ�ლა და ამავე ენაზე სწაელება ეროვნ. სკოლებში ჩებაყოფლო�ბით საქმედ ცხადდებოდა), იცელე- ბოდა ლექსიკა, მაგ., თურქულ�თათრული ლექსიკონის 1958-ის გამოცემაში ორჯერ მეტი რუს. სიტყვაა, ვიდრე 1929-ის გამოცე�მაში... მოსკოვი ავალდებულებდა ნაციონალური რესპუბლიკების ლიტერატორებს უცხოელი კლა- სიკოსების თარგმნისას ესარგებ�ლათ არა ორიგინალით, არამედ მხოლოდ რუსული თარგმანით, ხე�ლოვნური მიგრაციული პროცესე�ბით ქმნიდა „რუსულენოვანი მო�სახლეობის“ კოლონიებს რესპუბ�ლიკებში და სხე. 1961 სკკპ ცკ-ის პროგრამა აცხადებდა: «რუსული ენა ფაქტობრივად იქცა ურთიერ�თობისა და თანამშრომლობის სა�ერთო ენად სსრკ-ის ყველა ხალ�ხისათვის, რადგან „ნაციონალურ�მა სახელმწიფოებრიობამ და ფე�დერაციამ შეასრულეს თავისი ის�ტორიული მისია“.