კომოსი (პროცესია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:22, 26 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კომოსი (ბერძნ. komos) – ძველ საბერძნეთში ნასვამი ლაზღანდარების პროცესია, რომლებიც მღეროდნენ მხიარულ, სახუმარო სიმღერებს. კომოსი ითვლება ბერძნული კომედიის ერთ-ერთი სათავედ. მასში დასცინოდნენ იმ პირებს, ვინც რაღაცით თავი შეირცხვინა. არისტოტელემ „პოეტიკაში“ კომედიის ეტიმოლოგია ახსნა ორი სიტყვის შეერთებით – „კომოსი“ და „ოდია“, ანუ კომოსის სიმღერა კომედიის ცალკეულ ჟანრად ჩამოყალიბების შემდეგაც, კომოსი მასში ყოველთვის ფიგურირებდა.