ვანის სახარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანის სახარება – ვანის ოთხთავი, XII-XIII სს. სახარება-ოთხთავის გიორგი მთაწმიდლისეული ქართული რედაქციის ხელნაწე‘‘რი. შესრულებულია ლამაზი ნუსხურით ორ სვეტად. შეიცავს 274 ფურცელს (241-ე ფურცელი ამოვარდნილია), თითო სვეტში 21 სტრიქონია. ხელნაწერის ზომაა 29X21 სმ, ნაწერი სვეტისა – 19X5, 2. სათაურები, აბზაცის დასაწყისი და სოგჯერ ცალკეული სიტყვების პირველი ასოები შესრულებულია მთავრულითა და ოქრომელნით. მდიდრულადაა შემკობილი ევსების „10 კანონის“ შემცველი კამარებით, მახარებელთა სურათებითა და მინიატიურებით. ხელნაწერის მომხატველია ბერძენი მიქაელ კორესელი, გადაწერილია თამარის სამეფო კარის დაკვეთით ვინმე იოვანეს მიერ ქ. კონსტანტინოპოლთან ახლომდებარე რომანას ქართველთა მონასხტერში. ანდერძიდან ჩანს, რომ ცნობილ მოღვაწე ბერს ზაქარიას ათონის მთაწმიდის მონასტრის დიდ წიგნსაცავში მოუძიებია ოთხთავის გიორგი მთაწმიდელისეული ავტოგრაფი. იგი ჯერ შატბერდელ სტეფანე ხუცს გადაუწერია, შემდეგ კი – იოვანეს.

თითოეულ სახარებას უძღვის მოკლე უწყება და თავების ტექსტი: მათესას – 76, მარკოზისას – 57, ლუკასას – 96, იოანესას – 36. ეს თავები ტექსტის შიგნითაც მეორდება სათანადო ადგილებში. ხელნაწერში დაცულია ბევრი მინაწერი და გიორგი მთაწმიდლის ცნობილი ანდერძიც.

ორთოგრაფია-ფონეტიკიდან ვანის სახარებას ახასიათებს უჱ დაწერილობა ნაცელად უე-სი: ტყუჱობასა, უკუმ, ს ასიმილაციით იცელება შ-დ სისტემებრ ჯ ჭ ჩ-ს წინ: შჯის, ჰშჩანთ, მოშჭრიდეს…; ჰ პირის ნიშანი შენახულია მხოლოდ ხ-ს წინ: ჰხადის…, ზმნის ვნებითი გვარის ფორმებში უვინო დაწერილობაა: ცხონდების და ა. შ.

ვანის სახარება ერთხანს (XIV-XV სს.) დაცული ყოფილი მესხეთში, შორათის მონასტერში, შემდეგ (XVIII ს.) – ვანში, 1889-იდან კი – გელათში, საიდანაც ვუკ. ბერიძეს ჩამოუტანია თბილისში. ამჟამად ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში (A-1335). ტექსტი გამოკვლევითურთ გამოსცა ი. იმნაიშვილმა 1979.

კ. დანელია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები