ო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
03:33, 8 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„ო“ – ქართული ანბანის მეთოთხმეტე (ძველი ქართული ანბანის მეთექვსმეტე) ასო. მისი სახელია „ონი“; გრაფიკული სიმბოლო უკანა რიგის საშუალო აწეულობის (ბაგისმიერი) ხმოვანი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴍ. მისი მოხაზულობაა წრისა და რკალის კომბინაცია, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური ⴍ კუთხოვანი ფორმისაა. მხედრული ო მომრგვალებული კონტურის მქონეა.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა სამოცდაათს (70).