აქცესიური კომპლექსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:28, 21 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქცესიური კომპლექსები – (ლათ. < accession – აქეთ მოსვლა), ორთანხმოვნიანი ჯგუფები, რომლებშიც პირველ ადგილზე წარმოთქმული ბგერა უფრო უკანა წარმოებისაა, ვიდრე მეორე ადგილზე წარმოთქმული. მაგ., დბ, გდ. გზ, შფ. ხთ და მისთ. აქცესიური კომპლექსების კომპონენტები ჰომოგენური და ჰეტერორგანული არიან.

აქცესიური კომპლექსების შემცველი სიტყვები ქართულში არც ისე მრავალრიცხოვანია. ძალზე იშვიათია ისინი სხვა ქართველურ ენებშიც. აქცესიური კომპლექსები ფიზიოლოგიურად ნაკლებ „ბუნებრივი“ მიმდევრობებია და გამოთქმის სინელის გამო სხვადასხვა ენაში მათი აცილების სხვადასხვა გზაა გამოყენებული.

ნ. იმნაძე



ლიტერატურა

ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძელები, თბ., 1949 (1999).

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები