ალბუთაშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:09, 24 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გიორგი ალბუთაშვილი (ბუთლა) –(1861-1958) – ფშაური ლექსის ოსტატი და ავტორმთქმელი დაბადებულია თიანეთის რაიონის სოფელ ჩაბანოში. ახალგაზრდობაში დაახლოებული იყო და ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ მოლექსეებთან: დიმიტრი ქსნელიშვილთან, ნადირა ქუმსიაშვილთან, ვაჟიკა ხიზანიშვილთან და სხვ. პირადად იცნობდა ვაჟა-ფშაველასა და რ. ერისთავს. მის მრავალფეროვან რეპერტუარში ტრადიციულ ლექს-სიმღერებთან ერთად დიდი ადგილი უჭირავს საკუთარ ლექსებსა და კაფიებს რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული.
ვ. მაცაბერიძე
ლიტერატრა
სახალხო მთქმელები, I, 1956, გვ. 140-153.