არილი (კრებული)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:17, 24 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„არილი“ – თბილისის უნივერსიტეტის რექტორის პროფ. ივ. ჯავახიშვილისადმი მისი სამეცნიერო მოღვაწეობის 25 წლისთავზე (1900-1925) მიძღვნილი კრებული. შინაარსობრივად მრავალფეროვან წერილთა შორის კრებულში დაბეჭდილია ფოლკლორული თვალსაზრისით საინტერესო მასალები მაგალითად. არნ. ჩიქობავას წერილში „გარე-კახეთი დიალექტოლოგიუორად“, გამოქვეყნებულია ხალხური ზღაპრები, ვ. თოფურიას ნაშრომში „ქართლური“. გამოყენებულია ხალხური შემოქმედების ნიმუშები: „ანდაზები გამოცანები, ნაკვესები, ლექსები, პროზაული ტექსტები.
ფ. ზანდუკელი
ლიტერატურა
- „არილი“, 1925