მარგინალური ნიშნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარგინალური ნიშნები – ძველ ქართულ ხელნაწერებში, მცირე ზომის გამოსახულებები ან მოკლე სიტყვიერი მინიშნებები ხელნაწერთა აშიებზე. ისევე როგორც ხელნაწერის ყველა დეტალი (მინიატიურა, საზედაო ასო, თავსამკაული თუ სხვ), მარგინალური ნიშნები ორგანულადაა დაკავშირებული ხელნაწერის ძირითად ტექსტთან და მის გაგებას ემსახურება. ეს ტექსტის გამომსახველობითი, მკითხველისათვის ადვილად აღსაქ მელი კომენტარია.

მარგინალური ნიშნების სისტემა ალექსანდრიელ გრამატიკოსთა მიერ არის შემოღებული ელინისტურ ეპოქაში. ძველი გრამატიკოსები მათ ბერძენ ავტორთა თხზულებებზე გარკეეული ტექსტობრივი სამუშაოების ჩატარებისას იყენებდნენ. ბიზანტიურმა ხელნაწერმა ფორმის თვალსაზხრისით ბევრი რამ გადმოიღო ანტიკური ხელნაწერი წიგნებიდან, მათ შორის – ხელნაწერის აშიაზე მარგინალური ნიშნების დართვის პრინციპებიც. ბიზანტიელი ავტორების – ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ნაზიანზელისა და ა. შ. თხზულებების შემცეელ ხელნაწერთა აშიებზე დასტურდება ისეთი ნიშნები, როგორიცაა: δημ -δημέίον (= nota bene - (ქართ.„შეისწავე“) განსაკუთრებით საინტერეადგილი), ωρ - ώραιου (= beatus – ქართ. „შუენიერი“) მხატვრული პასაჟები), γρ γράφεσθαι - (= varia lectio – განსხვავებული vარიანტული წაკითხეა), >– (ბიბლიური ციტატების აღმნიშენელი ნიშანი) და სხვ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბიზანტიელი ავტორის ხელნაწერებში მარგინალური ნიშნების ერთმა ჯგუფმა განსაკუთრებული, სპეციფიფიკური ფუნქცია შეიძინა. მაგ. როგორც VI ს. ანონიმი კომეტატორი მიანიშნებს, გრიგოლ ნაზიანზელის ხელნაწერებში მზის ნიშნით (Mzis nishani.PNG) აღნიშნულია ის პასაჟები, სადაც ლაპარაკია საღვთისმეტყველო თემებზე, ხოლო ვარსკვლავით – ის ადგილები, რომლებიც ქრისტეს განკაცებას ეხება.

მარგინალურ ნიშნებს შუა საუკუნეების ქართულ ხელნაწერებშიც ვხვდებით, სადაც ისინი უმეტესწილად ბერძნულიდან არის გადმოტანილი. მარგინალური ნიშნები ტექნიკური ფუნქციითაა გამოყენებული X ს. შუა წლების ლიტურგიკულ კრებულში (Sin.34). ამ კრებულის შემდგენელ-რედაქტორი, ჰიმნოგრაფი იოანე-ზოსიმე „ჟამნის“ შატბერდული და საბაწმიდური რედაქციების გასამიჯნად ხმარობს ნიშანთა გარკვეულ სისტემას და აღნიშნავს, რომ იგი მათ „ბერძულთა ძუელთა წიგნთაგან“ იღებს.

ქართულ ხელნაწერებში მარგინალური ნიშნების სისტემატური ხმარება დაკავშირებულია XI ს-ის შავი მთის ელინოფილი მწიგნობრისა და მთარგმნელის, ეფრემ მცირის სახელთან. საზოგადოდ, ქართული ხელნაწერის აგება და გაფორმება ბიზანტიური ხელნაწერების მიხედვით ეფრემ მცირის, როგორც ელინოფილი მწიგნობრის, მოღვაწეობის ერთერთი მნიშენელოეანი მხარეა. იოანე დამასკელის „დიალექტიკის“ შესავალში (A-24, XII ს.) იგი ლაპარაკობს მარგინალურ ნიშნებზე: „შეისწავე, განსაზღერებაჲ განჩინებითურთ და სამეცნიეროჲ“, რომლებიც „ყოველთა წიგნთა ბერძულთა უწერიან კიდესა“ და რომლებსაც პრაქტიკული დანიშნულება აქეთ, ეხმარებიან მკითხველს, ტექსტის გადაკითხვის გარეშე მოძებნოს მისთვის საინტერესო და საჭირო „სამეცნიერო სიტყუა“. ეფრემ მცირის თარგმანების შემცველ ხელნაწერებში უხვადაა მარგინალური ნიშნები: შეისწავე, იხილე, შუენიერი, რომლებიც მკითხველის ყურადღებას ამახვილებენ განსაკუთრებულად საყურადღებო, ან განსაკუთრებულად მხატვრულ, აზრობრივად დახვეწილ ადგილებზე. ეფრემს ნათარგმნი აქვს გრიგოლ ნაზიანზელის ანონიმი კომენტატორის სქოლიოც (Jer.43,4v), ხოლო მის მიერ ნათარგმნ გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა კრებულებში გამოყენებულია კომენტარში მოცემული ნიშანთა სისტემა (Jer.15- XII ს. A-109 - XII ს). აღსანიშნავია ქართველ გადამწერ-კალიგრაფთა განსაკუთრებული შემოქმედებითი მიდგომა ამ ნიშანთა მიმართ და მათი ორიგინალური დეკორატიული გაფორმება ქართულ ხელნაწერებში. ეფრემის ავტოგრაფულ ნუსხაში S–1276 (XI ს. დასასრული) დასტურდება მზის ნიშნის ხმარების რამდენიმე შემთხვევა იმ ფუნქციით, რომელსაც ის ასრულებს გრიგოლ ნაზიანზელის კრებულებში. კიდევ ერთ მარგინალურ ნიშანს – ჲ (იოტას) – ვხვდებით „სამოციქულოს“ ეფრემისეული რედაქციის შემცველ ხელნაწერებში: Jer.9 (XI ს.), Jer.6 (XII ს.) A-390 (XI–XII სს.), ეფრემის მიერ შეცვლილი ტექსტის გასწვრივ. ამ ნიშნის ფუნქციას ეფრემ მცირე „სამოციქულოს“ წინასიტყვაობაში განმარტავს.

გვიანდელი ელინოფილური თარგმანების შემცველ ხელნაწერებში (XII–XIII სს.) ისეთ მარგინალურ ნიშნებთან ერთად, როგორიცაა: შეისწავე, იხილე, შუენიერი, ჩნდება ახალი სიტყვიერი მინიშნებები: განიგემე, დანიშნე და სხვ. ეს ნიშნები უხვადაა, მაგ., გელ. 14-ში (XII ს.) – მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა გელათური თარგმანების შემცველ კრებულში.

თ. ოთხმეზური


ლიტერატურა

  • დანელია კ., ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები,თბ., 1983;
  • ოთხმეზური თ., მარგინალური ნიშნები და მათი მხატვრული გაფორმების წესი ბიზანტიურ და ქართულ ხელნაწერებში. – „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1992, №5-6;
  • თვალთვაძე დ, კომენტატორულ საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე ტერმინი ეფრემ მცირის სქოლიოების მიხედეით. – „თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“, 1998, ტ. 30.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები