პრეფიქსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:56, 13 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პრეფიქსი – (ლათ. praefixus – წინ მომაგრებული, წინდართული), აფიქსური მორფემა, რომელიც წინ უძღვის სიტყვის ძირს: ი-მალება, უ-მალავს, მ-მალავს, გადა-მალავს, მ-პარავი, მე-ოხი, ს-ვლა… პრეფიქსს, რომელიც წინ უძღვის ზმნურ ფუძეს, პრევეერბს უწოდებენ. ქართულ საენათმეცნიერო ლიტერტურაში ტრადიციულად პრევერბი ზმნისწინის ბადალ ტერმინად გამოიყენება, ზმნური ფუძის წინ მოთავსებულ სხვა რიგის აფიქსებს კი (მაგ. პირისა და ქცევის ნიშნებს) ზმნურ პრეფიქსებს უწოდებენ.
ფუნქციურად პრეფიქსი შეიძლება იყოს ფორმაწარმოებითი (დერივაციული) და სიტყვაწარმოებითი.
მ. ბერიძე