ოქტაედრი
ოქტაედრი – (ბერძ. οκτω – რვა, εδρα – წახნაგი, საყრდენი, საფუძველი, ფუძე, გვერდი). რვაწახნაგა; წესიერი ოქტაედრი - მრავალწახნაგების ხუთი ტიპიდან ერთ-ერთი, რომლის წახნაგებსაც წარმოადგენენ წესიერი სამკუთხედები. ოქტაედრს აქვს სამკუთხა ფორმის 8 წახნაგი, 12 წიბო, 6 წვერო (თითოეულ წვეროში თავს იყრის 4 წიბო). წესიერ ოქტაედრს აქვს სიმეტრიის ცენტრი და 9 სიმეტრიის სიბრტყე. თუ წესიერი ოქტაედრის წიბოს სიგრძეა a, მაშინ მისი მოცულობა V= a3 √2 /3≈ 0,4714 a3. თუ წიბოს სიგრძეა b, მაშინ ოქტაედრის მოცულობა V = 0,4714b3, ზედაპირის სრული ფართობი S = 3,4641b2.
სიტყვასიტყვით „რვაწახნაგა“ ტერმინი „ოქტაედრი“ შემოიღო თეეტეტმა, რომელმაც პირველმა ააგო რვაწახნაგა. შემდგომ ეს ტერმინი გვხვდება ევკლიდთან და ჰერონთან.
წყარო
მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი