სამწახნაგა კუთხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:28, 17 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამწახნაგა კუთხე – სივრცის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია უსასრულო სამკუთხა პირამიდით. ამ პირამიდის წახნაგებს ეწოდება სამწახნაგა კუთხის წახნაგები, პირამიდის წვეროს – სამწახნაგა კუთხის წვერო, წახნაგების გადაკვეთის ნახევარწრფეებს – სამწახნაგა კუთხის წიბოები. წიბოები ერთმანეთთან ქმნიან სამწახნაგა კუთხის ბრტყელ კუთხეებს, წახნაგები – სამწახნაგა კუთხის ორწახნაგა კუთხეებს.

ჩვეულებრივ, განიხილავენ სამწახნაგა კუთხეებს, რომელთათვისაც ორწახნაგა კუთხეები π - ზე ნაკლებია, ე. ი. ამოზნექილ სამწახნაგა კუთხეს: ამოზნექილი სამწახნაგა კუთხის ყოველი ბრტყელი კუთხე ნაკლებია დანარჩენი ოროი კუთხის ჯამზე და მეტია მათ სხვაობაზე.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები