ურბნისის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:36, 26 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ურბნისის წარწერები – ქართული ასომთავრული და მხედრული წარწერები, შესრულებული ამოკვეთით ან რელიეფური ასოებით ქვის ფილებზე, რომლებიც ჩასმულია ურბნისის (ქარელის რ-ნი) სიონის (V-VI სს., გ. ჩუბინაშვილი) აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. მათგან ასომთავრული – რელიეფური და ამოკვეთილი წარწერები თარიღდება X ს-ით, ხოლო მხედრული წარწერა მარიამ დედოფლისა 1668-ით. ურბნისის სხვა მხედრული წარწერებია: სამრეკლოზე – 1705, კანკელზე – 1706 (ორივე ეკუთვნის ვახტანგ VI-ს), გალავანზე – 1739 (ამჟამად დაკარგულია. ეკუთვნოდა ურბნელ ეპისკოპოსს ნიკოლოზ ხერხეულიმძეს. იმავე ფილაზე ამოკვეთილი იყო ორსტროფიანი თექვსმეტმარცვლოვანი ლექსი) და სხვ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები