თვალვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:07, 1 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თვალვა – ხევსურული მოთქმით ტირილის ერთ-ერთი სახე, უმეტესად მიცვალებულის მახლობელი არახმითმოტირალი ქალები ასრულებენ. მეტრით ხმითნატირლისასა ჰგავ: ცხრა მარცვალს (5+4) ზოგჯერ ერთვის პროსოდიული „ო“ და ხმითნატირლისაგან განსხვავებით ემატება რეფრენი ფრაზა ან მიცვალებულის სახელი, თუ ეპითეტი მიმართვის ფორმით.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
ალ. ჭინჭარაული, ხევსურულის თავისებურებანი, 1960, გე. 435.