ფრაზეოლოგიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:19, 1 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრაზეოლოგიზმიიდიომი, განუყოფელი ლექსიკური ერთეული, რომელიც ფორმით ჩვეულებრივ შესიტყვებას ემთხვევა, მნიშვნელობით კი – სიტყვას. ფრაზეოლოგიზმის ცალკეულ კომპონენტებს, რომლებიც ფორმით სიტყვებს ემთხვევიან, დამოუკიდებლად არა აქვთ მნიშვნელობა, მნიშვნელობის მატარებელია მთელი გამოთქმა ერთად აღებული, მაგ. გული მოუვიდა – „გაბრაზდა“, თვალს წყალი დაალევინა – „გაერთო“, კუდით ქვა ასროლინა – „დაამარცხა“, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა – „მარცხი განიცადა”, პილატეს ცრემლები – „არაყი“, ჯოჯოხეთის მაშხალა – „უშნო, მახინჯი“, კალმით ნახატი – „ლამაზი, მშვენიერი“ და სხვა. ამიტომ პრინციპულად მისაღებია ასეთი განსაზღვრაც: ფრაზეოლოგიზმი (იდიომი) არის შესიტყვების ფორმის მქონე დაუშლელი ლექსიკური ერთეული, რომლის მნიშვნელობა არ გამომდინარეობს კომპონენტების მნიშვნელობათა ჯამიდან. სამაგიეროდ, ლიტერატურაში (განსაკუთრებით ლექსიკონებში) ფართოდ გავრცელებული განსაზღვრა – იდიომი (ფრაზეოლოგიზმი არის ისეთი გამოთქმა, რომელიც სხვა ენაზე სიტყვასიტყვით არ ითარგმნება – მიუღებელია, რადგანაც ზოგი იდიომი ერთი ენიდან მეორეზე სიტყვასიტყვით ითარგმნება. ამავე დროს, გამოთქმა, რომელიც არ ითარგმნება ერთ რომელიმე ენაზე, ხშირად ითარგმნება მეორეზე და ა. შ.

ა. ონიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები