მაასტრიხტის ხელშეკრულება 1992

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:00, 1 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაასტრიხტის ხელშეკრულება 1992 – (Maastricht treaty) (ევროპის კავშირის შექმნის შესახებ), ხელი მოაწერეს 7 თებერვალს, მაასტრიხტში (ნიდერლანდი) ევროპის 13 სახელმწიფოს – „ბელგიის, დანიის, გფრ-ის, ესპანეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდის, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენლებმა.

ხელშეკრულება წარმოადგენს ახალ მნიშვნელოვან ეტაპს ევროპის ქეეყნების ინტეგრაციაში და ითვალისწინებს; ევროპის სახელმწიფოში მცხოერებ ხალხთა საერთო მოქალაქეობის, ანუ ევროკავშირის მოქალაქეობის, შემოღებას, ასევე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას ევროპის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე: ეეროპის ქვყყნების მიერ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის, საერთო თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელებას. ევროპის ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერების და ერთმანეთთან დაახლოების მიზნით, ეეროკავშირის წევრებმა გადაწყვიტეს საერთო ევროპული სტაბილური ვალუტის შექმსა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ასევე ევროკავშირის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას საშინაო პოლიტიკისა და სამართლებრივ სფეროში. ხელშეკრულების მიხედეით, ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო. ამისათვის მან უნდა მიმართოს ევროსაბჭოს შესაბამისი თხოვნით. ეეროსაბჭო ევროკომისიასთან კონსულტაციისა და ევროპარლამენტიდან ნებართვის მიღების შემდეგ გადაწყვეტილებას ახალი წევრის მიღების შესახებ ღებულობს ხმათა აბსოლეტური უმრავლესობით.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები