ც
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:28, 17 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ც – ქართული ანბანის ოცდამეშვიდე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეათე) ასო. მისი სახელია „ცანი“: გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ფშვინვიერი სისინა აფრიკატისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴚ. მისი მოხაზულობა მარჯვნივ გადახსნი- ლი წრეა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური ⴚ კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი, მხედრულში მომრგვალებული ფორმები აქვს. ნუსხურსა და მხედრულში ც ქვედა სამ ხაზში იწერება:
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ორიათასს (2000).