ვაზიანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:22, 21 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვაზიანი – ყოფილი ზემო ჯვარცმა – სოფელი საქართველოში, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
ტოპონიმი შინაარსი დღესავით ნათელია: არსებით საზოგადო სახელ ვაზს დართვია მქონებლობის აღმნიშვნელი -იან სუფიქსი და იგი ისეთ საკუთარ სახელად უქცევია, რომელშიც გადმოცემულია ადგილმდებარეობის დახასიათება. ვაზ-იანი ნიშნავს: „ვაზით მდიდარი ადგილი“, „მინდვრები, სადაც ბევრი ვაზი დგას“, „ვენახებიანი ადგილი“.