მაკარიოს III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:40, 28 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკარიოს III

მაკარიოს III – (ერისკაცობაში – მიხაილ ქრისტოდელოს მუსკოსი) (1913-77), კვიპროსის საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე.

დაამთაერა ათენისა (193) და ბოსტონის (1948) უნივერსიტეტების ღვთისმეტყველების ფაკულტეტები. 1950-დან – არქიეპისკოპოსი, მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიისა და ბერძნული თემის ეთნარქი (ლიდერი), აქტიურად მონაწილეობდა ინგლისის ბატონობის წინააღმდეგ კვიპროსის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1956-57 გადასახლებული იყო სეიშელის კუნძულებზე. 1957-59 ცხოვრობდა ათენში, რადგან ინგლისის ხელისუფალნი არ აძლეედნენ კვიპროსზე დაბრუნების უფლებას. 1959 წლის თებერეალში მაკარიოს III-მ, როგორც ბერძნული თემის წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა და თურქეთის მიერ შემუშავებულ შეთანხმებებს ციურიხსა და ლონლონში, რომლებიც საფუძვლად დაედო კვიპროსის კონსტიტუციას, 1959 წლის 13 დეკემბრიდან მაკარიოს III იყო კვიპროსის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები