მელქისედეკ I (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)
მელქისედეკ I – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1010-33, თვალსაჩინო საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიის იმპერატორებთან: ბასილი II-თან, კონსტანტინე VII-თან და რომანოზ არგიროსთას. არაერთხელ იყო ვიზიტით კონსტანტინოპოლში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მელქისედეკ I მარიამ დედოფალთან ერთად მეთაურობდა პრობიზანტიურ დაჯგუფებას საქართველოს სამეფო კარზე XI საუკუნის 20-იან წლებში. იყო გიორგი I-ის ანტიბიზანტიური კურსის მოწინააღმდეგე და გამოდიოდა იმპერიასთან გამწვავებული ურთიერთობის მშვიდობიანი გზით (რიგი დათმობების – იმიერტაოს მიწებზე უარის თქმისა და კეისრის უზენაესობის აღიარების – ხარჯზე) მოგვარების ინიციატივით არსებობს მელქისედეკ I-ის მიერ შედგენილი ანდერძი – „დაწერილი“. რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს XI ს-ის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურ-დიპლომატიური ისტორიის შესასწავლად.