აბული (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:58, 22 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბული – სოფელი საქართველოში, ახალაქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის საკრებულოში, აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ ფერდობზე, მდინარე აბულის (ფარავნის მარჯვენა შენაკადი) სათავეში, ზღვის დონიდან 1960-2020 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან 12 კმ მანძილზე, ნინოწმინდა-ფოკის საავტომობილო გზაზე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 627. მათი უმეტესობა (99%) სომეხია (2002). შემორჩენილია დარბაზული ეკლესია. სოფლის მიდამოებში არის ციკლოპური ციხე.


წყარო

სამცხე–ჯავახეთი — ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები