აბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:07, 22 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბი, აბლარი – ნასოფლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარტიკამთან ახლოს, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე აბდარის სათავეში. ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“. ოსმალების მიერ არასწორად იქნა შეტანილი მისი სახელი დავთარში. 1920-იან წლებში მოსახლეობა აქედან ქ. ახალციხეში გადასახლებულა. შემორჩენილია აბლარის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები. მისი ნამდვილი ქართული სახელი აბლარი ყოფილა.



წყარო

სამცხე–ჯავახეთი — ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები