აფნიის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 24 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აფნიის ეკლესია – წმინდა დემეტრეს სახელობის დარბაზული ეკლესია (XIV ს. აგებული ძველი ეკლესიის ნანგრევებზე), ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მოპირკეთებულია კარგად გათლილი ბაზალტის ქვებით. შემორჩენილია ჩუქურთმები. დასავლეთის მხრიდან აქვს მინაშენი.