გომარო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:26, 29 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გომარო – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზანავის თემში, ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1520-1600 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან ჩრდილოაღმოსავლეთით 6 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 426, რომელთა 97 % ქართველია (2002).