გურკელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 29 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გურკელი – სოფელი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე წინუბნსიწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 990-1050 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 24 კმ მანძილზე, აგარის თემში.
სოფელში არის მინერალური წყალი. შემორჩენილია შუა საუკუნეების გურკლელების საგვარეულო. სოფელში მიკვლეულია ჩამარხული ქვევრები ღვინის ლექით. ფართოდ იყო გავრცელებული ვაზი ხარისთვალა თეთრი. გურკელის მიდამოებშია მონასტერი, რომელიც მოიცავს გუმბათიან ეკლესიას (XIV ს, მოხატ. XIV ს.), სამლოცველოს (1493 წ.).