დიდი სამსარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:56, 1 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი სამსარი – სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთის საკრებულოში, აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1975-2030 მ სიმაღლეებზე, ქ. ახალქალაქიდან 29 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მიდამოები უტყეოა. XX საუკუნის შუა წლებში აქ გააშენეს ხელოვნური ფიჭვნარები. ამ ადგილს მერენიის ტყე უწოდეს. მოსახლეობის რიცხოვნობა – 379. მათი უმეტესობა (99 %) სომეხია (2002).


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები