ზაზალო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 2 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზაზალო, (ზაბალო) – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, უდეს თემში, ახალციხის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1200-1350 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 19 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 63, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002).
შემორჩენილია ადრეული შუა საუკუნეების ციხე და ეკლესიის ნანგრევები. ერთი მოსაზრებით, სახელწოდება მამაკაცის სახელს, ზაზას უნდა უკავშირდებოდეს.