კოჭიოს ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:20, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოჭიოს ეკლესია – საქართველოს არქიტეტურული ძეგლები, დარბაზული ეკლესია (X ს.) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ბაზალტის დამუშავებული კვადრებით. შემორჩენილია ჩუქურთმები, რელიეფური გამოსახულებები. საკმაოდ დაზიანებულია. ეკლესიის ეზოში მრავალი საფლავის ქვაა, მათ შორის კოლხური ჯონჯოლი ცხენისა და ვერძის ფიგურებით.