კოხტა (მთა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:48, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოხტა, (კოხტაგორა) – მთა ბორჯომის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, დაბა ბაკურიანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 2115.2 მსიმაღლეზე. თხემი უტყეოა, ფერდობები შემოსილია წიფლნარი და მუქწიწვიანი ტყეებით. აქ სხვადასხვა სირთულის 16-მდე სამთოსათხილამურო ტრასაა. ტრასის სიგრძეა 1525 მ. გაყვანილია საბაგირო გზები დაბა ბაკურიანიდან (სიგრძე 1100 მ) და დიდი მიტარბიდან.