ლიკანი (მინერალური წყარო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:09, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლიკანი – მინერალური წყალი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ლიკანთან. მიეკუთვნება ნახშირმჟავა მინერალური ტიპის წყლებს. ქიმიური შემადგენლობით მსგავსია ბორჯომის მინერალური წყლისა, საერთო მინერალიზაცია – 5.8 გ/ლ, დღეღამური დებიტია 20-25 ათ. ლ.