მეფისწყარო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:39, 9 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეფისწყარო – მთა საქართველოში, აჭარა-იმერეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი, ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების – ლობოროტის ქედის შესაყართან, მდინარეების სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან, ზღვის დონიდან 2850.7 მ სიმაღლეზე, ადიგენის, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. აგებულია შუაეოცენური ანდზეიტურ განფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. ფერდობების ქვედა ნაწილები შემოსილია სუბალპური მდელოებით, ხოლო შუა და ზედა ნაწილები – ალპური მდელოებით. მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს დიდი და მცირე ჯაჯის ტბები.