მთის არწივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთის არწივი

მთის არწივი – (Aquila chrysaetus) – ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია ევრაზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონასა და მთიანეთში სამცხე-ჯავახეთში გავრცელებულია სპორადულად – მდინარე მტკვრის ხეობაში. ბინადრობს კლდეებსა და მაღალ ხეებზე.

სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლის ასაკში. ქმნის მუდმივ წყვილებს. საქორწინო ფრენას იწყებს თებერვალში. აქვს 2-4 ბუდე, რომლებსაც რიგრიგობით ხმარობს მრავალი წლის მანძილზე. ბუდე წარმოადგენს ტოტების ნაყარს, რომელიც თხლად ამოფენილია მშრალი ბალახით; ყოველწლიური შეკეთების მიზეზით ხშირად ბუდე გიგანტური ზომისაა; აღწევს 2 მ-მდე როგორც სიგანეში, ისე სიმაღლეში. დებს 1-2-3 კვერცს მარტსა და აპრილში. ინკუბაცია გრძელდება 40-45 დღე-ღამეს, კრუხობს დედალ-მამალი. თუ პირველი ბუდობის მართვეები იღუპებიან, მეორედ იბუდებს. მართვეები შებუმბვლას იწყებენ მაისში და ამთავრებენ ივნისის დამლევისათვის. ბუდეს ტოვებენ 80-მდე დღის ასაკში.

მთის არწივი იშვიათი ფრინველია, რომლის რიცხოვნობა საგრძნობლად კლებულობს. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები