სავათი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:56, 14 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სავათი (Otis tarda Linnaeus) – ფრინველი სავათისებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გადამფრენი და ნაწილობრივ მოზამთრეა. ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ყამირ მიწებზე. დებს 1-6 (ჩვეულებრივ 2) კვერცხს. ინკუბაცია 1 თვემდე გრძელდება. იკვებება მცენარეთა თესლით, ტუბერებით და სხვა, უფრო იშვიათად — მწერებით, მღრღნელებით. იშვიათი, მცირერიცხოვანი ფრინველია და ხასიათდება კლებადი რიცხოვნობით. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.