სამარიობო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 14 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამარიობო – მესხური ვაზის ადგილობრივი ჯიში, საღვინე და სუფრის ყურძენი. ყურძენი წვნიანი და თხელკანიანია. ყველაზე ადრეული ყურძნის ჯიშია მესხეთში. კარგი არომატითა და ბუნებრივი შუშხუნა თვისებებით ხასიათდება. 1950-იან წლებში მისი ცალკეული ეგზემპლარები შემონახული იყო სოფლებში: აწყური, კლდე და ახალციხის მიდამოებში.