სამსარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 14 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამსარი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი და პატარა სამსრის გავრცელებული სახელწოდება. მდიდარია ძეგლებით: სამსრის ქვაბები, სამონასტრო კომპლექსი, კლდეში გამოკვეთილი ტაძარი. XIX საუკუნეში ეს ადგილები სრულიად უტყეო იყო. აქ მოგზაურობისას, როცა საჩრდილობელი ადგილი ვერ ნახა, ქართველი მწერალი და მეცნიერი ილია ალხაზიშვილი წერდა: „ჩვენი ცოდო ეკითხოს, ვინც აქაური ტყეები გაჩეხა და ძირიან-ფესვიანად ამოაგდო! აბა რაა! კაცი ერთ ხეს, ერთ ბუჩქს ვერ იპოვის, რომ პაპანაქებაში მზეს თავი მოარიდოს, ჩრდილს შეაფაროს. აბა, ამისთანა ბუნებამ რა კეთილი გავლენა უნდა იქონიოს აქ მცხოვრებთა ხასიათზე, სულიერ მხარეზე!”