სამსრის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 14 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამსრის მონასტერი – კლდეში ნაკვეთი ნახევრად გამოქვაბული-გუმბათიანი მონასტერი (VIII-IX სს.) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ კალთაზე, სოფელ პატარა სამსარში, ქალაქ ახალქალაქიდან 27 კმ მანძილზე. სხვადასხვა ზომის სალოცავები და საკნები დაზიანებულია. შემორჩენილია წარწერები. ერთ-ერთი მათგანი გვამცნობს, რომ ოდესღაც აქ ხშირი და გაუვალი ტყე ყოფილა : „სახელითა ღმრთისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის მშობელისაჲთა,ესე წმიდაჲ ეკლესიაჲ უდეს აღეშენა მაშინ ესე ადგილი ტყისაგან არა ჩნდა”. რაკი ეკლესია X ან XII საუკუნეში უნდა იყოს აგებული, ტყე მის შმედგომ უნდა მომსპარიყო. ვახუშტი ბაგრატიონი მას უტყეო ადგილად ასახელებს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები