ასპინძა – კურორტი თრიალეთის ქედის კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1050-1060 მ სიმაღლეზე. მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყეებით. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თერმული მინერალური წყარო.
სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი