ფერსათის პლატო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერსათის პლატო, პირსაგატი – პლატო აჭარა-იმერეთის ქედზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს. გადაჭიმულია სუბგანედურად 11 კმ მანძილზე, რომელიც თითქმის ყველა მხრიდან შემოსაზღვრულია კლდოვანი მასივებით. ხასიათდება მსუბუქი ტალღოვანი რელიეფით, გუმბათისებრი ამაღლებებით. მისი უმაღლესი ადგილი – საბურთალო, ფერსათი, ზღვის დონიდან 2300-2370 მ სიმაღლეზეა. ფართობია დაახლოებით 30 კმ2, საშუალო სიმაღლე – 2100 მ. შემორჩენილია ძველმყინვარული ნაშთები.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები