ღართის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:39, 18 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღართის ეკლესია – ბაზილიკის ტიპის ეკლესია (XIII ს.) ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიზაბარაში, მდინარე ოთის მარჯვენა მხარეს, სოფელ ოთადან 2.5 კმ მანძილზე. ნაგებია მოყავისფრო და ღია ფერის თლილი ქვებით. ამჟამად, ტაძარი ძლიერ დაზიანებულია. ორეკლესიანი ბაზილიკის ინტერიერსა და ეზოში სტელებისა და ქვაჯვრების ფრაგმენტებია მიმოფანტული