ღინტური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:58, 18 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღინტური — ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ციხისჯვრის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1600-1670 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 35 კმ მანძილზე, გუჯარეთის თემში. 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით არ არის მუდმივი მოსახლეობა. ნასოფლარის სამხრეთით შემორჩენილია ქვაჯვრები.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები