შაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:33, 18 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შაკი (Pandion haliaetus) – ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილო და ცენტრალურ ამერიკაში, ავსტრალიაში. საქართველოში მეტად იშვიათია, გვხვდება ჯავახეთის, ერწოსა და პალიასტომის ტბებთან, მდინარე ჭოროხის შესართავთან და სხვ. – ყველგან ერთეული წყვილების სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზღვის დონიდან. მოფრინავს ჩვენში მარტში, ხოლო მიფრინავს ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის.
ბინადრობს მაღალი ხეებით გარშემორტყმული გამჭვირვალეწყლიანი, თევზით მდიდარი წყალსატევებთან. მეტად იშვიათი და მცირერიცხოვანი ფრინველია. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.