ჩორჩანი (სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:42, 19 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩორჩანი – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის საკრებულოს ცენტრი, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1160-1220 მ სიმაღლეზე, ახალციხე-ადიგენის საავტომობილო გზაზე, დაბა ადიგენიდან აღმოსავლეთით 1 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 354, რომელთა 99 % ქართველია (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები. იყო მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, ფეოდალური საგვარეულოს – ჩორჩანელების მამული. მოხსენიებულია „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში”.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები