ცამალას ციხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:53, 19 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„ცამალას ციხე“, „მომწვარას ციხე“ – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაჭარწყლიდანნ 1 კმ მანძილზე, მდინარე გუჯარეთისწყლისა და მდინარე ბერწისხევისწყლის შეერთების ადგილას. გუჯარეთისწყლის მხრიდან აკრავს მაღალი კლდე, რომელშიც გაყვანილი ყოფილა 3 გვირაბი. წყალი მიეწოდებოდა თიხით ნაგები მილებით. ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიათებს მას: „არს ციხე მომწვარას, და ეკლესია მცირე, და შენობანი დიდნი”. ცამალა მაჭარწყლელი ოსი ყოფილა, რომელიც ფლობდა ამ ციხის მიდამოს სათიბ-სათეს ადგილებს.