ცხრაწყაროს უღელტეხილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:35, 20 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცხრაწყაროს უღელტეხილი – უღელტეხილი თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2462 მ სიმაღლეზე. აკავშირებს თორსა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) და ჯავახეთს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი). უღელტეხილის მიდამოები შემოსილია სუბალპური მდელოებით.