წითელჯვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 20 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წითელჯვარი – ეკლესია (XII-XIII სს.) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, სოფ. გუჯარეთის აღმოსავლეთი 3 კმ მანძილზე. შემორჩენილია ნანგრევები – დასავლეთის კედელი და საკურთხევლის ნაწილი. მოპირკეთებული ყოფილა წითელი თლილი ქვით. ეკლესია შიგ შელესილია, მხოლოდ მოხატულობის კვალი არ ემჩნევა. შემორჩენილია ასომთავრული წარწერის ფრაგმენტები.